|
2016-11-04 09:32:46, 663 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ საპოლიციო თანამშრომლობის თემაზე რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ნატრიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში გამართულ 2 დღიან რეგიონულ კონფერენციაში - „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კოორდინატორთა ქსელი - კანონის აღსრულება, ინფორმაციის გაცვლა“. შსს-ს ინფორმაციით, კონფერენციაზე ოპერატიული საქმეების ანალიზის შესახებ იმსჯელეს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო ოპერატიული საქმეები განიხილეს. მათივე ცნობით, კონფერენციას ავსტრიის ბუნდესკრიმინალამტის კრიმინალური პოლიციის უფროსი ერნსტ გაიგერი, ამავე სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი პოლ მარუშეკი, აღმოსავლეთ ევროპული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის წარმომადგენელი ალოის ზორვეგი, ასევე, მოლდოვის, უკრაინის, ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების და ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველო ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი ქვეყანაა კავკასიის რეგიონიდან, რომელიც საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასთან დაკავშირებით ევროკავშირის პროექტში ჩაერთო. პროექტი რეგიონის ქვეყნებს შორის ოპერატიულ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაცვლას, არალეგალური ფულის მიმოქცევის კონტროლს და დამნაშავეთა დაკავების პროცესში კოორდინაციას გულისხმობს. იგი, ასევე, ხელს უწყობს ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი გამოძიებების ინიცირებას.
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)