|
2016-11-03 20:02:45, 787 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს
რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მოსკოვმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესი უნდა გაითვალისწინოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში განაცხადა. როგორც კარასინმა აღნიშნა, მოსკოვმა დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების მიღების პირობები რადიკალურად გაამარტივა. “პრინციპში, არ გამოვრიცხავ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ამ საკითხისადმი მიდგომისას საჭიროა ევროკავშირსა და საქართველოს შორის შესაბამისი პროცესების გათვალისწინება. როგორც ცნობილია, საქართველომ ჯერ კიდევ 2006 წელს ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. ამის შემდეგ, რაც 2012 წელს ბრიუსელი დათანხმდა ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებას, შემუშავდა დეტალური სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულების შესახებაც თბილისი რეგულარულ ანგარიშს აბარებდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ანუ, საუბარია დიდ და შრომატევად სამუშაოზე, რომელიც სავარაუდო მოიცავდა მჭიდრო სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას საგარეო და მავალი სხვა უწყების ხაზით. უნებლიედ ჩნდება კითხვა, რამდენად რეალურია ასეთი სამუშაოს შესრულება რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ახალანდელ ვითარებაში", - განაცხადა კარასინმა.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)