|
2016-11-02 20:00:13, 811 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: თუ პრეზიდენტი თავად ივლის პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიის სხდომებზე, ცუდი არ იქნება
"თუ პარლამენტში შექმნილ საკონსტიტუციო კომისიის სხდომებზე პრეზიდენტი თავად ივლის, ცუდი არ იქნება", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ ”რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ყველა სახელისუფლებო შტოს, მათ შორის პრეზიდენტის ჩართვას მიესალმება. ამასთან, როგორც ვიცე-სპიკერმა დასძინა, ცვლილებების განსახორციელებლად საკონსტიტუციო კომისია უშუალოდ პარლამენტში უნდა შეიქმნას. ”ამ ყველაფერში შეიძლება ჩაერთოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. თუ პრეზიდენტი თვითონ ივლის კომისიის სხდომებზე, ესეც არ იქნება ცუდი, პირიქით. ამაში ჩართული იქნება ყველა კონსტიტუციური ორგანო, ხელისუფლების ყველა შტო და ყველა პირი, რომელსაც ზოგადად, შეხება აქვს კონსტიტუციურ წესრიგთან. სამუშაო ჯგუფი შეიძლება ბუნებრივია პრეზიდენტმა შექმნას, ეს მისი უფლებაა, ისევე როგორც შეიძლება ჯგუფი შექმნას სამოქალაქო საზოგადოებამ, ამის მაგალითებიც გვაქვს, მაგრამ ზოგადად, თუ შევხედავთ კონსტიტუციის გადასინჯვის წესს, ყველაზე ლეგიტიმური და სწორი იქნება პარლამენტის მიერ შეიქმნას შესაბამისი კომისია, სადაც ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს წარმომადგენელი იქნება უფლებამოსილი, რომ ამ პროცესის სრულყოფილი მონაწილე იყოს”, - განაცხადა კობახიძემ. მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია ცვლილებებს საჭიროებს, თუმცა წინასწარ კონკრეტული ცვლილების დაანონსება არასწორია. „ჩვენი კონსტიტუცია გარკვეულ ცვლილებს საჭიროებს, ცვლილებები საზოგადოებასთან კონსესუსის გზით განხორციელდება. ეს იქნება საზოგადოების ერთობლივი გადაწყვეტილება,“- განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას გამოიყენებს, რომ კონსტიტუცია გაუმჯობესებული იყოს. „მოქმედ პრეზიდენტთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილებები არ მიღებულა, ყოველდღე განსაკუთრებით, "რუსთავი 2"-ი მეკითხება ამ ცვლილებებზე, ეს არის ხელოვნურად აგორებული კამპანია“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის სპიკერის თანათავმჯდომარეობით, საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)