|
2016-11-02 13:12:02, 644 ნახვა
პოლიტიკა
ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრს შორის მემორანდუმი გააფორმდა
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი CDD-ს თავმჯდომარე მიხეილ მირზიაშვილმა და საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთი ჩაჩავამ მოაწერეს. მემორანდუმი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებასა და ერთობლივი პროექტების საშუალებით ამ პროცესში მათ ჩართვას ითვალისწინებს. „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ისეთ პარტნიორს იძენს ნატოსა და ვეროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, როგორიც არის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი.ძალიან მნიშვნელოვანია ის ერთობლივი პროექტები, რომლებზეც წლებია ვმუშაობთ და დღეს უკვე ამას ოფიციალურად მივეცით სახე მემორანდუმის ფარგლებში. მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც ორგანიზაციას დაუგროვდა სასულიერო პირებთან ურთიერთობის გზაზე.ამ შემთხვევაში გვაქვს 2 კონკრეტული პეოექტი და ეს მემორანდუმი კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას და პარტნიორობას იმისათვის, რომ უფრო მეტად ინფორმირებული საზოგადოების უზრუნველყოფა მოვახერხოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების ინფორმირება იმ კონკრეტულ სიკეთეებზე, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობა. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სასულიერო პირების ჩართულობა. ჩვენ ვმუშაობთ როგორც მართლმამდიდებლური ეკლესიების წარმომადგენლებთან, ისე სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. გვაქვს მნიშვნელოვანი ინიციატივები“,-განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ. მიხეილ მირზიაშვილის განმარტებით, უახლოეს მომავალში ბრიუსელში სასწავლო ვიზიტია დაგეგმილი და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საპატრიარქოს, ისე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები: „მზიანია ის, რომ საქართველოს სასულიერო პირებმა უფრო მეტი შეიტყონ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ. დემოკრატიისა და და განვითარების ცენტრი და საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ დიდი ხანია თანამშრომლობენ. თანამშრომლობენ საზოგადოების ინფორმირების საკითხებში. როგორც ნატო-ს თემებზე, ისე ევვროკავშირის თემებზე. ეს მემორანდუმი გარკვეულწილად ამ თანამშრომლობის ფორმალიზებას ახდენს“,-აღნიშნა მიზეილ მირზიაშვილმა.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)