16:12 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 10:55:50, 1504 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამით გახსნილი საწარმოები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

პირველივიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, იაპონიის, ჩინეთისა და გერმანიის საელჩოებისა და საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ტური ჩატარდა, რომლის დროსაც, სტუმრებმა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ფარგლებში მხარდაჭერილი საწარმოები დაათვალიერეს და საწარმოო პროცესებს გაეცნენ. 

ღონისძიების  ფარგლებში სტუმრები ეწვივნენ შპს „ჯეოკეპს“, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველი, პლასტმასის საცობების, პრეფორმებისა და პლასტმასის ბოთლების მწარმოებელი მაღალტექნოლოგიური საწარმოა. 

ვიზიტორებს მეგზურობა საწარმოს დამფუძნებლებმა გაუწიეს. საინფორმაციო ტურში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ დირექტორი ანა კვარაცხელია. 

„აღნიშნული ტურის ძირითადი მიზანი იყო ის, რომ ჩვენს მეგობრებს სრული ინფორმაცია ჰქონოდათ სახელმწიფო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში. რა გამოცდილება გაგვიგროვდა და როგორ წარმატებებს მიაღწიეთ,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი შეფასებით, „აწარმოე საქართველოში“ ძალიან წარმატებული პროგრამაა.

„იმ ორი წლის განმავლობაში, რაც პროგრამა ფუნქციონირებს, 200-ზე მეტი საწარმოა შექმნილი. სამუშაო დღეებზე რომ გადავიყვანოთ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ყოველ სამ დღეში იქმნებოდა ან ფართოვდებოდა თითო საწარმო. დღეს პროგრამამ 400 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის პოტენციალი შექმნა და 10,000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

სპეციალური ტურის ფარგლებში, ვიზიტორებმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი სხვა საწარმოები დაათვალიერეს.

მათ შორის, შპს „ისეკო“, რომელიცფოლადის მილებს აწარმოებს; შპს „დენოლა“, რომელიცპარალონსა და აქაფებულ პოლიურეტანის წარმოებაზეა კონცენტრირებული და  ავეჯის კომპანია „ემბავუდს“  ამარაგებს, რომელსაც მზა პროდუქცია გააქვს აზერბაიჯანში. აგრეთვე შპს „შარავანდი“, რომლისსაქმიანობა ეტიკეტებისა და სხვადასხვა სახის პოლიმერული შესაფუთი მასალების წარმოებას მოიცავს; შპს „LG Glass”, რომლისსაქმიანობის ძირითად მიმართულებას  მინაპაკეტის წარმოება, მინის თერმული დამუშავება, კერამიკული დაფარვა, მოხატვა, ასევე ალუმინის და მეტალოპლასტმასის ნებისმიერი სახის ვიტრაჟების, ფანჯრების, და სხვა სამშენებლო კონსტრუქციების აწყობა და მონტაჟი წარმოადგენს და შპს „ჯორჯიან პროდაქტსი“, რომელიც ცხოველების ავეჯს აწარმოებს. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics