|
2016-10-31 18:20:36, 802 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: მომავალი 4 წელიწადი იქნება პერიოდი, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება
საერთაშორისო ვალდებულებები და პასუხისმგებლობა ის რეალური ხელშესახები მექანიზმებია, რომელიც "ქართულ ოცნებას" ვერანაირად ვერ მიაწერს ხელისუფლების უზურპაციის მცდელობას, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ "ექსპრესნიუსს" განუცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, "საქართველო უფრო მკაფიოს გახდის იმ კონტურებს, რომლითაც მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე ქვეყნის ადგილია შემოსაზღვრული". "ვფიქრობ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მომავალი 4 წელიწადი, ეს იქნება პერიოდი, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება და უამრავი დაწყებული ეკონომიკური, სოციალური პროექტები კიდევ უფრო მეტ განვითარებას ჰპოვებს. ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა ბიზნეს ინვესტიციების გაზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს. ამის რეალური ტენდენციები სახეზეა და სწორედ ამ ტენდენციებმა "ქართული ოცნების" მხარდაჭერა განაპირობა", - განაცხადა ვოლსკიმ. მმართველი გუნდის წევრის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობაში საფრთხე არ არსებობს. "გვეუბნებიან, რომ ჩვენი სულისკვეთება არასაკმარისი არგუმენტია. ვთქვათ, რომ ვართ უკეთესები ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, მან თავის თავზე ჭრა და კერა კონსტიტუცია და საბოლოო ჯამში მოირგო. ვფიქრობ, რომ არის არსობრივი განსხვავება, განსხვავება ადამიანებისა, რომლებიც არიან გაერთიანებულები "ქართულ ოცნებაში". ეს არ არის მცირე არგუმენტი. არის სხვა უფრო ქმედითი მექანიზმებიც, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება რა თქმა უნდა არ გადადგამს ქვეყნისათვის დამაზიანებელ ნაბიჯებს. უპირველეს ყოვლისა ეს არის ვალდებულებები ჩვენი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, მართალია ასოცირებული წევრი, მაგრამ მაინც წევრის. "ქართული ოცნება" არ დაუშვებს გადახრას იმ ძირითადი ხაზისგან, რასაც დემოკრატიული განვითარება ჰქვია", - აღნიშნა ვოლსკიმ. მისივე განცხადებით, არის კანონი რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე გუნდს ავალდებულებს ნებისმიერი ცვლილება საზოგადოების ფართო წრეებთან შეათანხმოს. "სულისკვეთება, საერთაშორისო ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და რაც მთავარია ვალდებულება საქართველოს საზოგადოების წინაშე არის სწორედ ის რეალური ხელშესახები მექანიზმები, რომელიც "ქართულ ოცნებას" ვერანაირად ვერ მიაწერს ხელისუფლების უზურპაციის მცდელობას", - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)