|
2016-10-31 14:00:22, 809 ნახვა
პოლიტიკა
გოგი თოფაძე: სხვა არჩევნებთან შედარებით, 2016 წლის არჩევნები იდეალურად ჩატარდა
პარტია „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებით, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ხაშურში მათი კანდიდატი სიმონ ნოზაძე გაიმარჯვებდა. როგორც თოფაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცადა, სიმონ ნოზაძე ძალიან გამოცდილი, კვალიფიციური კადრია და მისი სახით პარლამენტს კარგი დეპუტატი ეყოლება: „ძალიან გამოცდილი კაცია. ჩვენ ერთად ძალიან ბევრ საკითხზე გვისაუბრია. დავინახეთ, რამდენად შემართულია საზოგადოება მისი გამარჯვებისკენ.მას ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული და არც ვეჭვობდით, რომ ხაშურში სიმონ ნოზაძე გაიმარჯვებდა“,-აღნიშნა გოგი თოფაძემ. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, თოფაძე ფიქრობს, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა: „თუ ჩვენ შევადარებთ იმ არჩევნებს, რომელიც ტარდებოდა 1995 წლიდან 2012 წლამდე, რა თქმა უნდა, იდიალურად ჩატარდა. ამიტომ, ნუ დავიწყებთ იმის გახსენებას, რა ხდებოდა, ტომრებით რომ იყრებოდა საარჩევნო უბანში ბიულეტენები და ყველანაირი დარღვევა იყო. ოპოზიციურ პარტიებს ასეთი სტილი აქვთ, რაღაც უნდა გაამუქონ. უცხოელები იყვნენ ჩამოსული ბევრი ქვეყნიდან, აღიარეს, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, წარმატებით. განსაკუთრებით მეორე ტური. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებისაა“, წინა პირველი ტურის შედეგებითაც ჩანდა, რომ უპირატესობა აქვთ „ოცნების“ კანდიდატებს. ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიხარდა, რომ ჩვენი პარტიაც წარმოდგენილია პარლამენტში. რომ ასეთი გამოცდილი და კვალიფიციური პარლამენტის წევრი ეყოლება პარლამენტს“,-განუცხადა გოგი თოფაძემ „ექსპრენსიუსს“. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 50 ოლქის მიხედვით, ყველა საარჩევნო უბანი დაითვალა და წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. წინასწარი შედეგების თანახმად, ხაშურის 43-ე მაჟორიტარულ ოლქში „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა. კერძოდ, სიმონ ნოზაძემ ხმების 61,55 % მოაგროვა, ხოლო მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“ ვალერი გელაშვილმა 38.45% მიიღო.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)