2016-10-30 22:38:12, 668 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილ პირებს მიმართავს, საკუთარი საქმიანობა კანონის ფარგლებში წარმართონ
საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილ პირებს მიმართავს, საკუთარი საქმიანობა კანონის ფარგლებში წარმართონ.
„ ასევე მივმართავთ საუბნო-საარჩევნო კომისიების თითოეულ წევრს, ხელი შეუწყონ მედიასა და დამკვირვებლებს საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას“,-აღნიშნა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საუბნო -საარჩევნო კომისიებმა ხმის დათვლის პროცედურების განხორციელება დაიწყეს.
საარჩევნო ადმინისტრაციის შეფასებით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან