2016-10-30 18:02:10, 622 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ბოკუჩავა: მთაწმინდის მე-20 უბანზე გადასატანი ყუთი გაიტაცეს
„მთაწმინდის მეოცე უბანზე გადასატანი ყუთი გაიტაცეს“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყუთი ავტოფარეხში იყო ჩაკეტილი.
ამასთან, ბოკუჩავამ იორმუღანლოში მიმდინარე საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა.
„ბოლოს სხვადასხვა ოლქებში, განსაკუთრებით იქ სადაც ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, მაგალითად, ასეთი იყო იორმუღალოს ზონა, სადაც გაბერილია გადასატანი ყუთის სიები, ჩვენ გვაქვს ამის ამსახველი ვიდეომასალა, როდესაც კანონის დარღვევით, ადამიანები, რომლებიც ძალიან თავისუფლად გადაადგილდებიან, მიწერილები არიან გადასატანი ყუთის სიებზე, იმისთვის, რომ გაიზარდოს სიების რაოდენობა“,-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან