2016-10-30 13:09:01, 797 ნახვა
პოლიტიკა
უსკო: 12:00 საათის მონაცემებით, აჭარაში საკუთარი არჩევანი 38 713-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, აჭარაში საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 12.54%-მა (38 713) დააფიქსირა.
კერძოდ, აჭარის ექვს ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად გამოიყურება: ბათუმის #79 ოლქი (68,69,70) - 17 912 ამომრჩეველი (11,26%); ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი - 6 509 ამომრჩეველი (13.19 %); ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი - 7 231 ამომრჩეველი (15%); ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი – 7 061 ამომრჩეველი (13.54%).
8 ოქტომბრის არჩევნებში 12:00 საათზე ამომრჩეველთა 19.3%-ს ჰქონდა ხმა მიცემული.
აჭარაში სულ 308 576 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან