|
2016-10-29 18:56:02, 987 ნახვა
საზოგადოება
თამარის დასახლებაში საოჯახო მედიცინის ცენტრი გაიხსნა
დღეს, ბათუმში „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი" გაიხსნა. ცენტრის ოფიციალურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე ესწრებოდნენ. სამედიცინო ცენტრის გახსნაზე მოწვეული იყო ასევე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლები - ეკა ბესელია, ნუგზარ სურმანიძე, ფატი ხალვაში. ცენტრის ხელმძღვანელმა მიხეილ ართმელაძემ სტუმრებს განახლებული შენობა დაათვალიერბინა, მათ შორის ცენტრში არსებული გენეტიკური ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში ამ მიმართულებით მოქმედი ერთადერთი ლაბორატორიაა. „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში" იმოქმედებს ასევე რენტგენოლოგიისა და ექოსკოპიის კაბინეტები. აღსანიშნავია, რომ ცენტრის ძველი შენობა 2015 წელს, პირობიანი აუქციონის ფორმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან შესყიდულ იქნა კერძო ინვესტორის მიერ 931,000 ლარად და განხორციელდა 300,000 ათას ლარამდე ინვესტიცია. მოხდა არსებული შენობის რეკონსტრუქცია, მოეწყო დამატებით ერთი სართული, განხორციელდა სრული სარემონტო სამუშაოები, განახლდა სამედიცინო აპარატურა და კომპიუტერული ტექნიკა. სამედიცინო ცენტრში ამბულატორიული მომსახურების გარდა დაემატა ახალი სამედიცინო სერვისები, შეიქმნა 18 დამატებითი სამუშაო ადგილი. ამ ეტაპზე ცენტრში 80-მდე ადამიანია დასაქმებული. „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრ"-ში, პირველადი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაზღვეულია დაახლოებით 12,000-მდე ბენეფიციარი. ცენტრი ყოველთვიურად მომსახურებას უწევს 4,000-მდე პაციენტს. (NS)
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)