|
2016-10-28 17:28:58, 717 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივი პროექტები და სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებული რეფორმები განიხილეს. უწყების ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ახალ პროექტზე, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდება და სასჯელაღსრულების სისტემის განვითარების მხარდაჭერას გულისხმობს. კახა კახიშვილის განცხადებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებისა და მოდერნიზაციის პროცესში ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მინისტრმა ელჩს თანამშრომლობის, ასევე, ქვეყნის დემოკრატიზაციის, ევროინტეგრაციისა და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კახიშვილის თქმით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მთავარ ამოცანას რეფორმების შედეგად დამკვიდრებული დადებითი ტენდენციის შეუქცევადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაშიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და ჩართულობა განსაკუთრებულია. „საქართველოში ევროკავშირის ელჩთან და პროგრამების ხელმძღვანელთან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ახალი პროექტის შესახებ, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსდა. პროექტის შედეგად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ევროკავშირის ტექნიკური ჯგუფის დახმარებით, იმ რეფორმების გატარებას გააგრძელებს, რომელიც ევროპულ სტანდარტებამდე მიგვიყვანს. გარდა ამისა, შევაფასეთ უკვე განხორციელებული პროექტებიც, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. იანოშ ჰერმანის თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებთ. მისი განცხადებით, საქართველოს ევროპული არჩევანი მხოლოდ არჩევანი არ არის და პრაქტიკაში განხორციელებული კურსია. „ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა საქართველოს არჩევანი და გადაწყვეტილებაა. ჩვენი მოვალეობაა ამ პროცესში ქვეყანას დახმარება აღმოვუჩინოთ. ევროკავშირი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2 მლნ ევროზე მეტს გამოუყოფს, რომელიც სისტემის განვითარებას მოხმარდება. ამასთან, სასჯელაღსრულების უწყება იქნება ევროკავშირის მიერ საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით დაწყებული ახალი პროექტის ნაწილი“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა. შეხვედრაზე მხარეებმა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციისა და პრობაციის სისტემების ჩამოყალიბების მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ევროკავშირის ახალი პროექტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რეფორმირების პროცესში, კონკრეტულად გათვალისწინებულია მხარდაჭერა სტრატეგიების დაგეგმვისა და კონსოლიდაციის, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღალების, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრირების, პატიმართა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სერვისების გაფართოების და პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების დანერგვის კუთხით. (NS)
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)