21:15 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 16:18:57, 775 ნახვა

საზოგადოება
აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით წიგნის „მერაბ კოსტავა“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, ვ. არქანიას არტ-გალერეაში ნინო მიქიაშვილის წიგნის „მერაბ კოსტავა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, წიგნი  აფხაზურ ენაზე „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა“ თარგმნა. წიგნი ბიოგრაფიული ხასიათისაა და ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტო მასალაა წარმოდგენილი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი და შემოქმედებითი წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოზე ისაუბრეს მერაბ კოსტავას ფასდაუდებელ წვლილზე საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ასევე, ხაზი გაესვა წიგნის გამოცემის მნიშვნელობას და როგორც ავტორმა აღნიშნა: „ამ წიგნის გამოცემით და ამ შეხვედრით გვინდა ვიპოვოთ ჩვენი წილი გზა აფხაზი ხალხის გულებისაკენ“.

ამასთანავე, აფხაზეთის დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics