|
2016-10-28 14:47:07, 1174 ნახვა
პოლიტიკა
ჰერმანი: საჯარო ადმინისტრირების რეფორმა არის ჩვენი ერთობლივი მიზანი, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში
საჯარო ადმინისტრირება არის ყველა სექტორში მოსახლეობის ინტერესების მომსახურების ინსტრუმენტი, მისი კარგი მუშაობა არის ნამდვილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოსთვის 30 მილიონიან დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჰერმანმა აღნიშნა, ეს სფერო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობის გაძლიერების თვალსაზრისითაც. „საქართველოს ეროვნული რეფორმების სტრატეგია, რომელიც 2015 წელს დამტკიცდა, ეფუძნება საჯარო ადმინისტრირების ევროპულ პრინციპებს. ევროკავშირი ამაყობს, რომ საქართველოს მთავრობისთვის არის მაგალითი და ამავე დროს მისი ძალისხმევის მხარდამჭერი. საჯარო ადმინისტრირების რეფორმა არის ჩვენი ერთობლივი მიზანი, ევროკავშირისა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ეჭვგარეშეა, ჩვენ ვაღიარებთ საჯარო ადმინისტრირების რეფორმის მნიშვნელობას, რომელზეც მიმართულია ევროკავშირის ფინანსური დახმარების 25 %-ი. რეფორმების მხარდაჭერის ფარგლებში დღეს გამოვაცხადეთ 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ. ევროკავშირის კონტრიბუცია არის როგორც ფინანსური - ბიუჯეტის მხარდაჭერის გზით, ასევე ტექნიკური, ექსპერტების მობილიზების, ადმინისტრაციული პოტენციალის გაძლიერების გზით“,-აღნიშნა ჰერმანმა. ელჩის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში სარგებელს რამდენიმე სამინისტრო და ინსტიტუტი მიიღებს. „პროგრამა, ასევე ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. ველოდებით, რომ საჯარო ადმინისტრირების რეფორმა გამოიღებს შედეგებს, მათ შორის პოლიტიკის დაგეგმვის ხარისხის გაუმჯობესების, მოქალაქეების მომსახურების განვითარების, კორუფციის აღმოფხვრის, გამჭვირვალობის დონისა და საჯარო მომსახურების ხარისხის გაზრდის მხრივ. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ამ რეფორმის შედეგების შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდებას", - განაცხადა ჰერმანმა. ევროკავშირის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. "მსურს, ასევე, გამოვიყენო შესაძლებლობა და შევაქო ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის ხარისხი. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ უახლოესი წლები დღეს წარმოდგენილი პროგრამის მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა ჰერმანმა.
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)