|
2016-10-28 14:31:11, 763 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან შრომის ინსპექციის გადახედვასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა
შრომის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვისა და ეფექტური შრომის ინსპექციის მოთხოვნით, პროფკავშირების გაერთიანებამ და რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, შრომის ინსპექციის მდგომარეობა კატასტროფულია. ''როგორც ნორმატიული აქტები, ისე ზოგადად შრომის ინსპექციის მდგომარეობა კატასტროფულ.მდგომარეობაშია, პრობლემებია აღსრულებასთან და ასევე იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. წელს გარდაიცვალების 16 შემთხვევა , აქედან 7 მშენებლობებზეა. უსაფრთხოების ელემენტარული ზომებიც კი არ არის დაცული. ქვის ხანაში ვართ'', - განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა. ორგანიზატორების განცხადებით, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. ამასთან, ისინი სტუდენტებს მოუწოდებენ, აქციებში მონაწილეობა მიიღონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2011-2015 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 212 და დაშავდა 691 დასაქმებული.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)