|
2016-10-28 11:34:33, 740 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული პროექტების შუალედური შედეგები წარადგინეს
ევროპისსაბჭომ და ევროკავშირმა მედიას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული პროექტების შუალედური შედეგები წარუდგინეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში არსებულ რვა პროექტს, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას, ჯანდაცვასა და ადამიანის უფლებებს ციხეებში, მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს, ინტერნეტ თავისუფლებას, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას, ასევე არჩევნების მხარდაჭერას და ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას. საქართველოში აღნიშნული 8 პროექტი ხორციელდება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს დაფინანსებით არსებული „პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს“ (PCF) 2015-2017 ფარგლებში და მათ ახორციელებს ევროპის საბჭო. საქართველოში განხორციელებული პროექტების საერთო ბიუჯეტი 3.6 მილიონ ევროს შეადგენს და გარდა იმ პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც საქართველოშია დაგეგმილი, საქართველო ასევე 14 რეგიონალურ პროექტშიც მონაწილეობს. „2014 წელს ჩვენ შევქმენით პროექტი, რომ ადამიანის უფლებების დაცვით დემოკრატიული ინსიტუტები განვამტკიცოთ, მათ შორის საქართველოშიც. ეს ყველაფერი პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უნდა განვახორციელოთ. დღევანდელი შეხვედრა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. გავიდა 2 წელი და ჩვენ უნდა განვიხილოთ განვლილი პერიოდის შედეგები და პრიორიტეტები უნდა შევარჩიოთ. ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიის ფუნდამენტი არის ადამიანის უფლებები. სწორედ ამიტომ დღეს წარვადგენთ ამ ანგარიშშს. ევროკავშირმა ამ პროექტისთვის 24 მილიონი ევრო გამოყო. ამ პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ 19% ვაფინანსებთ. ეს საკითხი ვიზალიბერალიზაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე ემნიშვნელოვანია და პირდაპირ კავშირშია მასთან. ამიტომ დღეს ვხვდებით, რომ განვიხილოთ, რა გაკეთდა ამ ორი წლის განმავლობაში და კიდევ რა არის გასაკეთებელი“,-განაცხადა იანოშ ჰერმანმა. შეხვედრაზე სხვა მომხსენებლები იყვნენ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი თეა მაისურაძე, პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების ეროვნული კოორდინატორი საგარეო საქმეთა სამინისტროში ინგა კუბეცია, პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების კოორდინატორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურ დირექტორატში ევა კონეჩნა.
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)