|
2016-10-28 11:21:27, 952 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ხუბულური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გარეჯვარის, კარალეთისა და კარალეთის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას დაეთმო, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტიაა. თემურ ხუბულურმა მოსახლეობას 30 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტულია დევნილთა საჭიროებებისა და კეთილდღეობის საკითხი.სახელმწიფო გააგრძელებს იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას. უახლოეს პერიოდში დასრულდება რვა 10 სართულიანი ბინის მშენებლობა 480 ოჯახისთვის.დამატებით, 2017 წელს გორში დამთავრდება 32-ბინიანი ახლადაშენებული კორპუსის რემონტი.სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში მოხდება სულ მცირე 3000 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის შეძენა. 24 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს, რომელსაც საკუთრებაში აქვს გადაცემული საცხოვრებელი ფართი, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს საკუთრებაში გადაეცემათ საერთო სარგებლობის ფართებიც. გაგრძელდება კერძო მესაკუთრეებისგან იმ საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა, რომლებიც დევნილებს აქვთ დაკავებული. ამ პროექტის ფარგლებში, სულ მცირე 1500 დევნილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა, ერთი მხრივ, დონორებთან, ხოლო, მეორე მხრივ, ინვესტორებთან, რათა კერძო და საჯარო პარტნიორობის ფარგლებში აშენდეს ახალი საცხოვრებლები დევნილებისთვის როგორც ქალაქებში, ისე სოფლად“, - განაცხადა ხუბულარმა. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკურ განვითარებას ეფუძნება. „გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის უწყვეტი პროცესი, რაც მიმართული იქნება სახსრების გამოთავისუფლებაზე და მათ გადანაწილებაზე პრიორიტეტული მიმართულებებით. ამასთან, შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა.ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით, გაგრძელდება მეწარმეობის ხელშეწყობის არსებული პროგრამები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით; „ქართული ოცნება“ გააგრძელებს სტარტაპების აქტიურ მხარდაჭერას.2017 წლიდან ძალაში შევა მოგების გადასახადის ახალი მოდელი, რომლის მიხედვით საწარმოს მიერ მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილებისას. ჩვენი ხელისუფლების აგროპოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს.მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს“,- განაცხადა თემურ ხუბულურმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.
(NS)
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)