18:07 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 17:12:01, 694 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შორეული ნაოსნობის კაპიტნებს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შორეული ნაოსნობის კაპიტნებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდა საზღვაო აკადემიის რექტორი და ამავდროულად შორეული ნაოსნობის კაპიტანი ირაკლი შარაბიძე, რომელმაც მთავრობის თავმჯდომარეს მათ დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ზურაბ პატარაძემ ღვაწლმოსილ კაპიტნებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ხაზი გაუსვა რეგიონისათვის საზღვაო დარგის მნიშვნელობას, ასევე ისაუბრა ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებაზე, რომლებიც გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

ზურაბ პატარაძის თქმით, მნიშვნელოვანია საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულების დასაქმების მიმართულებით სწორი კონცეფციის შემუშავება, რისთვისაც საზღაო ტრანსპორტის საგენტოსთან და საზღვაო აკადემიასთან ერთად უნდა განხორციელდეს ქმედითი ნაბიჯები.

„მინდა უდიდესი პატივისცემით დიდი მადლობა გადავუხადო თითეულ მეზღავურს, ლექტორ-მასწავლებელს და შორეული ნაოსნობის კაპიტნებს საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში უდიდესი წვლილის შეტანისათვის. ცნობილია, საქართველოში 9 000-მდე მეზღვაურია და მათი 95% სწორედ აჭარის მკვიდრია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სფეროს განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ წინსვლასა და კეთილდღობასთან" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შორეული ნაოსნობის კაპიტნებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაისვა სხვადასხვა საკითხი, რომელთა გადაჭრის გზებზე აჭარის მთავრობა საზღვაო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics