2016-10-27 13:08:11, 1718 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში "პატრიოტთა ალიანსის" სარჩელის განხილვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში "პატრიოტთა ალიანსის" სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
პარტია ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გაუქმებასა და არჩევნების შედეგად მიღებული 6 მანდატის ნაცვლად პარლამენტში 10 მანდატს ითხოვს.
როგორც პარტიის წევრმა, გოჩა თევდორაძემ განაცხადა, კონსტიტუციაში წერია, რომ ბარიერგადალახულ პარტიებზე მანდატები თანაბრად უნდა გადანაწილდეს.
მისივე თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კოდექსით იხელმძღვანელა, რომელიც ადგენს, რომ გადაუნაწილებელი მანდატები იმ პარტიებზე თანაბრად განაწილდეს, რომლებსაც 6-ზე მეტი მანდატი აქვთ.
პატრიოტთა ალიანსში აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან