|
2016-10-26 12:31:17, 725 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტალინის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი ეწვია
25 და 26 სექტემბერს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ოფიციალური ვიზიტით ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან არსებული ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ‘’Mectory’’ - ს დირექტორი, უნივერსიტეტის ვიცე რექტორი ქალბატონი თეა ვარაკი ეწვია. 25 ოქტომბერს ესტონეთის დელეგაცია ტექნოპარკს ესტუმრა, სადაც მათთვის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ სააგენტოს პრეზენტაცია ჩაატარა და საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “Mektory”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. აღნიშნულის ფარგლებში, დაგეგმილია “Mektory”-ს ბაზაზე საქართველოს წარმომადგენლობის, ე.წ. კულტურული ოთახის, დაარსება, რომელიც განთავსდება “Mektory”-ს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების (აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ფინეთი, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, ავსტრალია) ცენტრებთან ერთად, რაც გააერთიანებს ესტონეთში იმ ქართველ მეწარმეებს, სტარტაპ კომპანიებს, სტუდენტებს, ზოგადად საქართველოს წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ ესტონეთში მოღვაწეობის სურვილი, ასევე, შესაძლებლობას მისცემს მათ შეხვდნენ უცხოელ კოლეგებს პარტნიორთა ქსელის გაფართოვების მიზნით. 26 ოქტომბერს ტექნოპარკში მოეწყო ესტონეთის დელეგაციების შეხვედრები, საქართველოს უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო სექტორთან. სტუმრებს შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი, სამეცნიერო დარგში, შალვა მაჭავარიანი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი, ქალბატონი მარინე ჩიტაშვილი. აღსანიშნავია, რომ ინოვაციების ცენტრი “Mektory” აერთიანებს მეწარმეებს, სტუდენტებს, მეცნიერებსა და მოსწავლეებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ახალი იდეებისა და ინოვაციების ერთობლივად შემუშავების მიზნით. ცენტრი განთავსებულია 4450 კვ.მ ფართობის თანამედროვე შენობაში და მოიცავს პროტოტიპულ და საცდელ ლაბორატორიებს, ე.წ. სტარტაპებს და სპინოფებს, საკონფერენციო დარბაზს, კოსმოსურ და საგამოფენო ცენტრებსა და სარეკრეაციო ზონას. “Mektory” საქმიანობს 3 მიმართულებით: დიზაინი და პროდუქტის განვითარება, ბიზნეს მოდელების განვითარება, მობილური სერვისები და მედია საშუალებები. ცენტრში ხორციელდება უნივერსიტეტის თეორიული სწავლების ნაწილის პრაქტიკულთან მაქსიმალურად დაკავშირება. “Mektory” ასევე ხელს უწყობს სტუდენტთა ე.წ. სტარტაპული კომპანიების განვითარებას. ამასთან, ცენტრი თანამშრომლობს „ერიქსონთან“, „მიცუბიშთან“ და სხვ. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ესტონეთის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის “Mektory”-ს შორის მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანი ფაქტორია ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის.ეს საშუალებას მისცემს დეველოპერებს ეფექტიანად გამოიყენონ უცხოელი კოლეგების მიერ გაზიარებული გამოცდილება და თავიანთი საქმიანობის სასარგებლოდ გამოიყენონ კავშირები უცხოელ პარტნიორებთან, რაც სამომავლოდ მათ სწრაფ განვითარებასა და წარმატებაზე იმოქმედებს.
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)