|
2016-10-22 16:21:58, 711 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობოები: ზუგდიდში 79-ე უბანზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დაფიქსირდა
ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურები უმეტესწილად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რაზედაც ვითხოვთ დაუყოვნებელ და მკაცრ რეაგირებას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული. მათი ინფორმაციით, საკმაოდ მძიმე დარღვევა დაფიქსირდა სოფ. ჯიხაშკარის 79-ე უბანზე, სადაც ერთ-ერთი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა რამდენჯერმე შეიხედა ხმის მიცემის კაბინაში, როდესაც შიგნით ამომრჩეველი იმყოფებოდა. ერთ-ერთი შეხედვის შემდეგ კი სხვა პირს თვალი ჩაუკრა და თქვა "ის შემოხაზა, ვინც ვუთხარით". „აღნიშნული ქმედება, ერთის მხრივ, ხმის მიცემის ფარულობას არღვევს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ხოლო, მეორეს მხრივ, მიუთითებს, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე ზეგავლენასაც ჰქონდა ადგილი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. აღნიშნული ძალიან სერიოზული საარჩევნო გადაცდომაა და აუცილებელია დაუყოვნებელი და მკაცრი რეაგირება მოხდეს. ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ზემოთ მითითებული დამკვირვებელმა ცესკოს წარმომადგენლის მიერ შენიშვნის გამოთქმის შემდეგ დატოვა საარჩევნო უბანი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დარღვევა აღმოიფხვრა. აუცილებელია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება (თუმცა, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად ადგილზე მყოფმა პოლიციის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს რეაგირებაზე). ხმის მიცემის ფარულობის თუნდაც ერთჯერადად დარღვევა საკმარისია ამ დანაშაულის ჩამდენის პასუხისგებაში მისაცემად. ჩვენ მივმართვავთ ზუგდიდის საოლქო პროკურატურას ფაქტის გამოძიების და შესაბამისი პირის/პირების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით. საარჩევნო უბნებზე არ ფიქსირდება სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზები და უმეტესწილად მცირე ხარისხის ტექნიკურ გადაცდმოებს აქვს ადგილი, რაც კვლავ მიუთითებს კომისიის წევრების კვალიფიკაციის პრობლემაზე. აუცილებელია, განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში გაგრძელდეს, ყველა ჩართულმა მხარემ დაიცვას კანონით დაწესებული მოთხოვნები და თავი აარიდოს ამომრჩეველზე ზეგავლენის მოთხოვნას ან ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე", „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)", „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ" და „ჰელფინგ ჰენდის" მიერ პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის" მხარდაჭერით. განცახდების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის" მოსაზრებას.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)