|
2016-10-21 14:52:14, 791 ნახვა
პოლიტიკა
„ვმუშაობთ რეფორმის ისეთ გეგმაზე, რომელიც წვევამდელებს დისკომფორტს მოუხსნის და თან მათი ეფექტური გამოყენება მოხდება“
თავაცვისა და უშიშროების კომიტეტის თვმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სამხედრო სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებით, თინა ხიდაშელის ბრძანების გაუქმება-არ გაუქმების საკითზე საკუთარი პოზიციის გასაჯაროვებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, თავის დროზე თავდაცვის მაშინდელი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამ გადაწყვეტილების გამო იმიტომ გააკრიტიკა, რომ მსგავსი საკითხები ფართო მსჯელობას უნდა დაქვემდებარებოდა. სეისაშვილის განმარტებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმაზე წელიწადზე მეტხანს იმუშავა და ის თავდაცვის უწყებას უკვე გააცნო. მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროსთან რეფორმის გეგმაზე მუშაობა კვლავ გრძელდება. რას გულისხმობს აღნიშნული რეფორმა-სესიაშვილი ამ ეტაპზე მისი შინაარსის გამჟღავნებას საჭიროდ არ მიიჩნევს: „პირველ რიგში, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ყოფილმა მინისტრმა, ქალბატონმა თინა ხიდაშელმა, კიარ გააუქმა სამხედრო სავალდებულო სამსახური, არამედ მან ბრძანებით თქვა, რომ შეიარაღებული ძალები აღარ გაიწვევს სამხედრო ვალდებულებს. ეს არ ნიშნავს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური გაუქმებულია. არსებობს კანონი და ქალბატონი თინათინი ვერ გააუქმებდა კანონს, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია.მეორე, ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის საჭიროა პროფესიონალური მობილური არმია ნატო-ს სტანდარტების მიხედვით, მაგრამ ასევე ვთანხმდებით, რომ ქვეყანას სჭირდება საკმაოდ კარგად მომზადებული, ასევე მობილური სამხედრო სარეზერვო სამსახური. ამიტომ, თავის დროზე, როცა ქალბატონი თინათინი ამ გადაწყვეტილების გამო გავაკრიტიკე, ჩემი პირველი არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ ასეთი საკითხები აუცილებლად ფართო მსჯელობას ექვემდებარება როგორც მთავრობაში, პარლამენტში, ისე საზოგადოებაში. მე პირადად წელიწადზე მეტი ვმუშაობდი იმისათვის, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა შემეთავაზებინა საზოგადოებისთვის“,-განაცხადა სესიაშვილმა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ ფორმატში გრძელდება მუშაობა როგორც თავდაცვის ახალ მინისტრთან, ასევე სხვა უწყებებთან, რომ რეფორმის ის გეგმა შეიმუშაონ, რომელიც ერთის მხრივ, წვევამდელს გარკვეულ დისკომფორტს მოუხსნის, თუმცა მეორეს მხრივ, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის უზრუნველსაყოფად მათი ეფექტური გამოყენება მოხდება: „ შეიძლება ჩემი პოზიცია მეტნაკლებად ჩამოყალიბებული მქონდეს, წელიწადზე მეტი ვმუშაობდი ამ საკითხზე და მაქვს ჩემი ხედვა, რეფორმის გეგმაც კი გამაჩნია, არ ვაპირებ ამ ეტაპზე ამაზე ღიად მსჯელობას. ამაზე ჩემი პოზიციის გასაჯაროვებას, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროს უკვე გავაცანი, მას შემდეგ დავიწყებ, როცა ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება და მომზადებული იქნება როგორც მთავრობის მიერ, ისე პარლამენტის მხრიდან. არ მინდა, რომ ჩემი პოზიცია წინასწარ გავაჟღერო“,-განაცადა ირაკლი სესიაშვილმა. ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც, თავდაცვის უწყების შენაერთებში გაწვევა სავალდებულო აღარაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამ დრომდე არ აკონკრეტებს, შეიცვლება თუ არა გადაწყვეტილება წვევამდელებთან დაკავშირებით.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)