|
2016-10-21 10:00:54, 1759 ნახვა
სამართალი
შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ო. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ეკოლის“ მოდელის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.ო. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოვიდა და რუსთავში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა. ბრალდებულმა ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურზე თავდასხმა დაგეგმა, მაგრამ სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვეღარ განახორციელა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)