|
2016-10-20 19:51:51, 779 ნახვა
საზოგადოება
„ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების დაუცველობა უმწვავესი პრობლემაა“ - ომბუდსმენის საგანგებო განცხადება
საქართველოს სახალხო დამცველი მშენებლობაზე დასაქმებული ორი პირის გარდაცვალებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი უკვე არა ერთი წელია ითხოვს შრომის ინსპექციის შექმნას, თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია ამ დრომდე შეუსრულებელია. სახელმწიფო პრაქტიკულად ელის ადამიანების დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებს, რის შემდეგაც რეაგირებს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში "სრულიად შემაშფოთებელია არსებული რეალობა, როდესაც დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებზე დაშავება და გარდაცვალება ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად არის ქცეული. გუშინ და დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია მშენებლობაზე დასაქმებული ორი პირის გარდაცვალების შესახებ. მანამდე, 11 ოქტომბერს სახალხო დამცველი გამოეხმაურა ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მაღაროელის დაღუპვას. შსს–ს ინფორმაციით, 2015 წელს სამუშაო ადგილზე დაშავდა და გარდაიცვალა 123 ადამიანი. აღნიშნული ვითარება მიუთითებს, რომ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების დაუცველობა უმწვავესი პრობლემაა და სულ მცირე, 2–3 დღეში ერთხელ დგება შემთხვევები, როდესაც სამუშაო ადგილებზე დასაქმებული პირები ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს იღებენ ან იღუპებიან. ფაქტების მხოლოდ უკიდურესად მცირე რიცხვი ხვდება მედიისა და შესაბამისად, საზოგადოების თვალთახედვის არეში. ცალსახად უნდა ითქვას, რომ სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროში ექცევა, ვინაიდან ამ დრომდე არ არის მიღებული შრომის უსაფრთხოების თანამედროვე და მკაფიო სტანდარტები, არ არის შექმნილი შრომის ინსპექცია, რომელიც გააკონტროლებდა მათ შესრულებას პრაქტიკაში. საქართველოს სახალხო დამცველი უკვე არა ერთი წელია ითხოვს შრომის ინსპექციის შექმნას, თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია ამ დრომდე შეუსრულებელია. სახელმწიფო პრაქტიკულად ელის ადამიანების დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებს, რის შემდეგაც რეაგირებს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში. დაწყებული გამოძიება ყოველთვის არ სრულდება სათანადო შედეგებით. მაგალითად, 2015 წელს მომხდარ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 108 შემთხვევაში დაიწყო, ხოლო 42 შემთხვევაში დაწყებული გამოძიება მოკლე პერიოდშივე შეწყდა. შეწყვეტილი გამოძიებების რიცხვი დღეის მდგომარეობით შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს, ვინაიდან აღნიშნული შემთხვევების დადგომიდან უფრო მეტი დროა გასული. სახელმწიფოს მხრიდან სისხლის სამართლის წესით რეაგირება, რომელიც ეფექტური არ არის, ვერ ჩაითვლება საკმარის ბერკეტად სამომავლო შემთხვევების თავიდან აცილებისათვის. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას დასაქმებული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დაუყოვნებლივ შექმნას მინიმალური მექაზმები ამის უზრუნველსაყოფად, შრომის ინსპექციისა და შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების სახით", - ნათქვამია განცხადებაში.
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)