22:03 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 19:03:25, 1882 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ „ბანკი რესპუბლიკის“ 100 %-იანი წილის მფლობელია

„თიბისი ბანკი“ „ბანკი რესპუბლიკის" 100%-იანი წილის მფლობელია, ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თიბისი ბანკიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აქციათა ნასყიდობის  ტრანზაქცია დღეს დასრულდა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ,  „სოსიეტე ჟენერალმა" და მეორე მხრივ,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ჯგუფს „ბანკი რესპუბლიკის" აქციების 100 % მიყიდეს.

გარიგების თანხა გადახდილია და აქციები ხვალიდან დარეგისტრირდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ტრანზაქციის შედეგად გამსხვილებულ თიბისი ბანკში EBRD-ის წილი 12.1 % გახდება,  ხოლო ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალის" - 5.4%. 


(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics