|
2015-01-11 11:45:28, 2519 ნახვა
საზოგადოება
ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდა გაგრძელდება
გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში მორიგი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობენ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წუხელ გვიანობამდე ახორციელებდა ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდით სამუშაოებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები დღეს დილიდან აწარმოებენ დაკვირვებას ზვავსაშიშ უბნებზე. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდას მას შემდეგ გააგრძელებს, როცა შესაბამისი სამსახურები ზვავებს ხელოვნურად ჩამოშლიან. საკოორდინაციო შტაბის სხდომას, რომელსაც შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებიან, დადებითად შეფასდა ის კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც უწყებებმა კოორდინირებულად განახორციელეს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)