19:36 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 18:16:52, 1159 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმში ბავშვთა და მოზარდთა საჭადრაკო მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა

ბათუმი ჭადრაკის კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას მასპინზლობს. დღეს, სასტუმრო "შერატონში" ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გაიხსნა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ესწრებოდნენ. რეგიონის პირველმა პირმა ჩემპიონატის გახსნის აღსანიშნად, მონაწილე ნიკოლოზ კაჭარავასთან ერთად პირველი სიმბოლური სვლა გააკეთა.

,,ბათუმში იმართება მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბათუმისთვის უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების, კონგრესების, ფორუმების გამართვა. ყოველივე ეს ხელს უწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას, ვიზიტორების მოზიდვას, ცნობადობის ამაღლებას. მივესალმებით მსგავს ღონისძიებებს, რომლებიც ტარდება და მომალშიც ჩატარდება ჩვენს რეგიონში"- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ღებულობს 66 ქვეყნის 728 მოთამაშე, მათ შორის 100-ზე მეტი მონაწილე საქართველოდანაა.

25-26 ოქტომბერს კი, ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველი ევროპული კონფერენცია "ჭადრაკის როლი საგანმანათლებლო სისტემაში" ჩატარდება.

ტურნირი საზეიმოდ 30 ოქტომბერს დაიხურება.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics