19:36 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 11:39:56, 1174 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს დანიშნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების და რამდენიმე უბანზე განმეორებითი კენჭისყრის თარიღი დაასახელა.

პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს, 48 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება, რადგან ორ ოლქში განმეორებითი კენჭისყრაა დაგეგმილი. განმეორებითი კენჭისყრა 22 ოქტომბერს ზუგდიდსა და მარნეულში ჩატარდება, რის შემდეგაც მეორე ტურის ჩატარების საკითხები გადაწყდება.

„გარდა ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა ახალციხის მერის მეორე ტურის არჩევნები. ასევე, თვითმმართველი თემის, ბოლნისისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლების არჩევნების მეორე ტური, რომლებიც ასევე 22 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნებს, ჯერ გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა და განმეორებითი კენჭისყრის შედეგების მიხედვით გადაწყდება, უნდა გაიმართოს თუ არა მეორე ტურები“, - განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ცესკო-ს საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტით, განისაზღვრა სავარაუდო ბიუჯეტი, რაც საჭირო იქნება მეორე ტურის არჩევნებისა და განმეორებით კენჭისყრის ჩატარებისთვის. ბიუჯეტი დაახლოებით 6 მილიონამდე ლარით განისაზღვრა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics