|
2016-10-19 11:36:02, 872 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: მათ კამპანიას ჰქვია, მხარი დავუჭიროთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ადამიანების წამებას
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მთელი საზოგადოება შეთანხმებულია, რომ კონსტიტუცია გასასწორებელია. სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტში „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით შესაძლო მოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა. მანვე სამოქალაქო სექტორის მიმართვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“მხარდამჭერები არიან. „პირველი, ის, რომ კონსტიტუცია არის გასასსწორებელი, ამაში შეთანხმებულია მთელი საზოგადოება. ეს კონსტიტუცია ერთმა ადამიანმა მოარგო თავის თავს. არ ვაპირებთ ასეთი კონსტიტუციით ცხოვრებას. ჩვენ გვინდა, გავასწოროთ ის, რაც გასასწორებელია. რაც შეეხება კამპანიას, უბრალოდ, ყველა ის ადამიანი, ვინც მასში მონაწილეობს ძალიან მარტივად არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. მათ კამპანიას ჰქვია, მხარი დავუჭიროთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილის, ადამიანების წამებას, კერძო საკუთრების შელახვას და იმ საშინელებებს, რაც ხდებოდა 9 წელი. თვითონ სათაურიც და იმართვის ადრესატებიც ცოტა სასაცილოა იმიტომ, რომ როდესაც საუბრობენ პროდასავლურ ძალებს მივმართავთო და ჩამონათვალში „ლეიბორისტული პარტიაა“, რომელიც არც დასავლეთია, არც აღმოსავლეთი, არც ჩრდილოეთი და არც სამხრეთი, ეს არის ხმა წარსულიდან. ან როდესაც მიმართავენ ბურჭულაძეს, რომელიც კრემლიდან ნებისმიერ დასტვენაზე მიქრის და იქ კონცერტებს აწყობს, ან „ნაციონალური მოძრაობა“. ჰიტლერიც დასავლეთში იყო. ამიტომ თუ ვლაპარაკობთ დასავლეთზე, ღირებულებებზე, რაც არის ადამიანის უფლებების პატივისცემა და გეზი, მას ატარებს „ქართული ოცნება“,- განაცხადა სუბარმა. ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რათა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოიპოვოს.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)