|
2016-10-18 11:07:20, 1896 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ხადური: ბიუჯეტი, რომელსაც ახალი პარლამენტი დაამტკიცებს, თვისობრივად განსხვავებული იქნება
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტი რომელსაც ახალი პარლამენტი და მთავრობა დაამტკიცებს, თვისობრივად განსხვავებული იქნება. მისივე განმარტებით, ბიუჯეტში ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის- მაკროეკონომიკური პროგნოზებიც: „იცით რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კარგად შეაფასა ჩვენი მუშაობა. ჩვენ ვმუშაობთ მათთან ერთად. ჩემი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები ახლა იყვნენ ვაშინგტონში წლიური შეხვედრის ფარგლებში. მათთან მუშაობა გაგრძელდება. ახალი მთავრობა, ახალი პალამენტი დაამტკიცებს ბიუჯეტს, რომელიც თვისობრივად განსხვავებული იქნება. ყველაფერი, რაც გაკეთდება, გაკეთდება კანონმდებლობის ფარგლებში“,-აღნიშნა ხადურმა. ცნობისთვის, 2017 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 595 მილიონ ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)