13:19 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 16:34:41, 1440 ნახვა

ეკონომიკა
ქეთევან ბოჭორიშვილი: პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ 10,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა შპს „შნოს“ საამქრო დაათვალიერა, სადაც ტრადიციული ხის ნაწარმის გარდა, თანამედროვე დაზგა-დანადგარებზე ლითონის ნაკეთობებსაც ამზადებენ. 

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, საამქრო   რკინის კარების, შიდა კარის რკინის ჩარჩოების, პროფილების და სხვა ლითონის ნაკეთობის წარმოებას ახდენს. 

 მინისტრის მოადგილეს საწარმოში მეგზურობა კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა გივი ნიორაძემ გაუწია. 

მისი განცხადებით, საწარმოს გაფართოებისას დამატებით 8 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო კომპანიაში ჯამურად 42 ადამიანია დასაქმებული.

ამასთან, მისივე განმარტებით,  კომპანიის სამომავლო გეგმებს კი პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და ექსპორტზე გატანა წარმოადგენს.

ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, სამთავრობო პროგრამაში მონაწილეობამ საწარმოს წარმადობა და ასორტიმენტი გაზარდა, ასევე შექმნა ახალი სამუშაო ადგილები. 
მისი თქმით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 205 საწარმოს მხარდაჭერა მოხდა, შეიქმნა 10,000- ზე მეტი პირდაპირი სამუშაო ადგილი და 440 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. 

საწარმო ასევე დაათვალიერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმოების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ანი კვარაცხელიამ. 


ცნობისთვის, შპს „შნო“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 340 000 ლარს შეადგენს.

სამთავრობო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობით კომპანიამ „შნო“ არა მხოლოდ გაზარდა ასორტიმენტი, არამედ წარმოებაში ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგა. 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ შპს „შნო“ გარდა კარების, ასევე ხის და რკინის კომბინირებულ ავეჯს აწარმოებს.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო
ბათუმში სამი დღეა კრასნოიარსკიდან ჩამოსული რუსი ინჟინრის ძებნა მიმდინარეობს
დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს
ილია თოფურია - ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს თბილისშია, -რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics