18:49 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 13:43:46, 743 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: გიორგი ბარამიძის განცხადება შემოგდებულ თემას ჰგავს

„ქართული ოცნების“ წევრის გია ვოლსკის შეფასებით, გიორგი ბარამიძის განცხადება იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ეროვნულ ფორუმთან“, „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „რესპუბლიკელებთან“ გაერთიანებას აპირებდა,  „შემოგდებულ თემას ჰგავს“.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ არანაირი მოლაპარაკება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მხრიდან არ მიმდინარეობდა.

„დარწმუნებული ვარ იმ პოზიციაში, რაც გააჩნიათ “თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის თითოეულ წევრს, ერთის გამოკლებით. “ფორუმის“ განწყობაც ვიცი, ჩვენ ერთად ვისხედით 4 წლის განმავლობაში, გვერდი-გვერდ. ზუსტად ვიცი ფორუმელების განწყობა ბევრ საკითხთან დაკავშირებით. „რესპუბლიკელების“ განწყობაც ჩემთვის ცნობილია,  ერთად გავატარეთ დიდი ხანი. ჩვენ ინფორმაცია ამის შესახებ არ გვქონდა, რადგან ასეთი რამ არ არსებობდა. ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც იმალება, თუ ღრმად კონსპირაციული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობდა”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, მისივე თქმით, გიორგი ბარამიძის განცხადება „შემოგდებულ“ თემას გავს.

„არანაკლები ანალიზის უნარი გვაქვს, ვიდრე ბარამიძეს. განცხადება ამასთან დაკავშირებით შემოგდებულ თემას გავს, ვერ გაარკვევ რა მიზნით, ეგენი ხომ ღრმად და ყოვლისმომცველად ფიქრობენ. შეიძლება გია ბარამიძეს თავის ჩანაფიქრი აქვს კონსპირაციულ-საინტერესო-ანალიტიკური, რომ რაღაცა დივიდენდი მიიღოს მათმა პარტიამ, მაგრამ ძალიან უნიათო ჩანს“, -აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის განცხადებით, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის", "ეროვნული ფორუმისა" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებაზე კულუარული საუბრები იყო, თუმცა ოფიციალურ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics