|
2016-10-17 12:54:26, 1273 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიროტაძე: "ფორუმი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არც ერთ შემთხვევაში არ აპირებდა
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის ანი მიროტაძის განცხადებით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებდა. როგორც მიროტაძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" იყო, არის და დარჩება დანაშაულებრივ რეჟიმად. „არა მხოლოდ არ მიმდინარეობდა, არამედ საერთოდ არ დასმულა ეს საკითხი, რომც დასმულიყო, „ეროვნული ფორუმი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებდა თანამშრომლობას, არ აპირებს ახლა და არც მომავალში. მსგავსი წინადადების განხილვა არასდროს არ გვქონია და მსგავსი შეთანხმება ბუნებაში არ არსებობს. წარმოდგენა არ მაქვს, ბარამიძეს ამის თქმა რაში დასჭირდა, ესეც გამოჩნდება ალბათ. შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მსგავსი ტიპის განხილვები არასდროს ყოფილა და ვერც ვერავინ გაბედავდა, „ეროვნული ფორუმთან“ ამაზე საუბარს. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და რჩება ჩემთვის პირადად დანაშაულებრივ რეჟიმად“, - განაცხადა ანი მიროტაძემ. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა, რომ "ეროვნული ფორუმი" და "თავისუფალი დემოკრატები", მათთან უმრავლესობის შექმნას აპირებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)