|
2016-10-16 17:31:48, 2459 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქმა მშობლებისთვის დაწერილი ახალი ლოცვა წაიკითხა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მშობლებისთვის ახალი ლოცვა დაწერა. ილია მეორემ ქადაგების დასრულების შემდეგ, მშობლების მიერ შვილებისთვის დასალოცი ლოცვა მთლიანი საქართველოსთვის წაიკითხა: "ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალო ჩვენო იესო ქრისტე, სულო წმიდაო ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარო სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისა. ჰოი, უფალო, შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩვენნი სულიერი, ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა. ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ!",- ბრძანა ილია მეორემ. პატრიარქის თქმით, ლოცვის წაკითხვისას მშობლებმა წესი უნდა დაიცვან: „ეს ლოცვა სპეციალური სიგელებით დაიბეჭდება, დაურიგდება ხალხს და ცალკე დალოცავთ შვილებს. წესი იქნება- შვილს დააყენებთ მუხლებზე იმ ხატის წინაშე, რომელიც მას უნდა გადასცეთ.ორივე ხელს დაადებთ თავზე და წაიკითხავთ ამ ლოცვას. ნახავთ, რომ უფალი სასწაულს მოახდენს და შეიცვლება დამოკიდებულება. თქვენ უნდა მოემზადოთ, სანამ შვილს დალოცავთ. დედამ ცალკე უნდა დალოცოს და მამამ ცალკე. ცხოვრებაში ეს ერთი დალოცვა იქნება. როდესაც წაიკითხვათ ამ ლოცვას, შვილებს ასხურებთ წყალს, გადასახავთ პირჯვარს და ბედნიერი იქნება თქვენი ოჯახი“,-ბრძანა უწმინდესმა.
24-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი
სოლიდარობა KORDZ-ს, გამოხატვის თავისუფლება უზენაესია - მუსიკოსთა პროფკავშირი
OpenAI-ის ხელოვნურმა ინტელექტმა პირველად შეუტია სამთავრობო ვებსაიტს
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)