|
2016-10-14 16:15:56, 817 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ესპანეთის ქალაქ ბილბაოს დელეგაციას შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია ესპანელ არქიტექტორსა და ესპანეთის ქალაქ ბილბაოს ყოფილ მერს, იბონ არესოს და ბილბაოს ურბანული დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენელს სუზანა რუისის შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი და ქართველი ურბანისტები დაესწრნენ. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე თბილისსა და ბილბაოს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევებსა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მზადების პროცესში გამოცდილების გაზიარებაზე. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბილბაოს მიწათსარგებლობის გეგმა იბონ არესოს უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა. დავით ნარმანიამ თბილისის სტრატეგიული განვითარების კონცეფციაზე, ასევე,თბილისში ტერიტორიების განაშენიანების რეგულირებისა და ქაოტური მშენებლობების შეზღუდვის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების მქონე არქიტექტორის რეკომენდაციები ურბანული განვითარების სფეროში მომუშავე ქართველი სპეციალისტებისთვის სასარგებლო იქნება. „ბილბაოს ყოფილი მერი, რომელიც ასევე არის ქალაქმგეგმარებელი არქიტექტორი, გვიზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას. ამასთან, ესპანელი სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ თბილისობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. მათ ქალაქის სტრატეგიული განვითარებისა და გენერალური გეგმის მომზადების საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვთ, რასაც ჩვენ ამჟამად გავდივართ. ამდენად, მათი გამოცდილების გაზიარება საინტერესო იქნება“ - განაცხადა ნარმანიამ. ესპანელი არქიტეტორის თქმით, ბილბაოს სულ 9 დამეგობრებული ქალაქი ჰყავს და თბილისი მათ შორის ერთერთია. იბონ არესომ ქართველი კოლეგებისთვის თავისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. დავით ნარმანიამ ესპანელი სტუმრები თბილისის უკეთ გასაცნობად თბილისობის დღესასწაულზე დაპატიჟა. (NS)
სოლიდარობა KORDZ-ს, გამოხატვის თავისუფლება უზენაესია - მუსიკოსთა პროფკავშირი
OpenAI-ის ხელოვნურმა ინტელექტმა პირველად შეუტია სამთავრობო ვებსაიტს
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)