21:20 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 18:12:14, 2070 ნახვა

ეკონომიკა
თბილისსა და აშხაბადს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება

მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან „თურქმენეთის ავიახაზები" აშხაბადი-თბილისი-აშხაბადის საჰაერო ხაზზე ოპერირებას იწყებს. ამის შესახებ "ექსრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, რეგულარული რეისები საქართველოსა და თურქმენეთის დედაქალაქებს შორის კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას, ბოინგ 737 და 757 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. ავიაკომპანიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ  ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა.

ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის, 2016 წლის 4 ივლისს, აშხაბადში გამართული მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული. გარდა ამისა, ამავე შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თურქმენეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის, რომლის საფუძველზე, მხარეთა ავიასაწარმოებს უფლება ეძლევათ განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და თურქმენეთის ნებისმიერ დანიშნულების პუნქტს შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. აქამდე საჰაერო მიმოსვლა მხოლოდ ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის იყო შესაძლებელი.

თბილისსა და აშხაბადს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, მგზავრთნაკადის ზრდას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნესურთიერთობების განვითარებას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics