|
2016-10-13 15:31:12, 1382 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ყირგიზეთთან ინვესტიციების წახალისების შეთანხმებას ხელი მოაწერა
“ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ განახლებულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერლან აბდილდაევმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერა ყირგიზეთის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. ქუმსიშვილის განცხადებით, პოლიტიკური ურთიერთობების მაღალი დონე საქართველოს და ყირგიზეთს შორის დადებითად მოქმედებს ორი ქვეყნის ბიზნესების თანამშრომლობაზე. ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ხელმოწერილი შეთანხმების “ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ მნიშვნელობა. მისი თქმით, განახლებული შეთანხმება შესაძლებლობას მისცემს ქართველ და ყირგიზ ინვესტორებს, განახორციელონ ინვესტიციები. მინისტრის განცხადებით, შეთანხმება გაზრდის ინვესტიციებს ორივე მიმართულებით და ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის. შეთანხმება ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს ინვესტიციების განხორციელებაში ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ასევე სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, კერძო კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, ხელშემკვრელ მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას. მისი დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის თანამედროვე მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში მათი გადაჭრის გზებს, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებას. ხელმოწერილი შეთანხმება ჩაანაცვლებს დღეის მდგომარეობით მოქმედ „საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვისა შესახებ“ 1997 წლის 22 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებას. (NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)