|
2016-10-12 17:04:39, 820 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშვნას არ გამორიცხავს
ექსპერტი სოსო ცინცაძე არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ დაინიშნოს. როგორც მან გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ვინაიდან ირაკლი კობახიძე კონსტიტუციონალისტია და ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ბევრს საუბრობს, გასაკვირი არაა, პარლამენტის სპიკერის პოზიციაზე ვიხილოთ. თუმცა, ცინცაძისთვის უცნობია, რამდენად მოახერხებს კობახიძე იმას, რომ პარლამენტში კონფრონტაციის გრადუსმა მაღლა არ აწიოს: „ვოლსკიზე იყო საუბარი, თუმცა არაა გამორიცხული, ახალგაზრდა კაცია. როგორც ამბობენ და თვითონაც ამბობს, რომ კონსტიტუციონალისტია და ვინაიდან უკვე დაანონსებულაი განცხადება იმის თაობაზე, რომ ახალი პარლამენტის პრიორიტეტი საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ კობახიძე დაინიშნოს. რამდენად დიპლომატიური იქნება, ელასტიური იქნება, რამდენად შეძლებს ვთქვათ კონფრონტაციის გრადუსი არ აწიოს მაღლა, რასაც ახერხებდა დავით უსუფაშვილი. მაინც თავისი ზომიერებით, ელასტიურობით, ის ახერხებდა მაგას, ამას ვერ გეტყვით, თუმცა გასაკვირი არაფერია. მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ხდება კადრების შერჩევა, ჩვენთან ხომ მადრიდის სამეფო კარის საიდუმლოებად არის ქცეული. ამიტომ გასაკვირი არაფერია“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ. „ექსპრესნიუსთან“ საუბარში გია ვოლსკიმ უარყო ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს მმართველი გუნდის პრიორიტეტია. აღნიშნულს მან „რუსთავი2“-ის მიერ აგორებული თემა უწოდა და განმარტა, რომ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე, კონსტიტუციაში არანაირი ცვლილება არ განხორციელდება. სოსო ცინცაძე ვოლსკის ამ განცხადებას ასე გამოეხმაურა: „საზოგადოებრივი აზრი გაითვალისწინეს კი, როდესაც ნარმანია მერად დაგვინიშნეს კი. მაგრამ მე გუშინ ვუსმინე კობახიძის ჩართვას „რუსთავი2“-ზე და თვითონ მან აღიარა, ილაპარაკა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ერთი რამ კი თქვა, რომ ეს მოხდება მხოლოდ ფართო კონსესუსის საფუძველზეო, მაგრამ წელიწადნახევარია არსბებობს საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ერთხელაც არ შეკრებილა. რომელი კონსესუსით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება ამ 4 წელიწადში, ეს მხოლოდ ვოლსკიმ იცის“,-განმარტა სოსო ცინცაძემ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)