|
2016-10-12 16:33:11, 1426 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: გუდაური ზამთრის სეზონს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით შეხვდება
პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომლის დასრულების შემდეგაც კურორტს, თავის ისტორიაში პირველად, წყლის საკმარისი დებეტი ექნება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა გიორგი კობერიძემ მიაწოდა. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველ ფაზას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაცია. სამუშაოების განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსია გამოყოფილი. პროექტი 2016 წლის ნოემბერში დასრულდება. დაბა გუდაურში საკურორტო სეზონის დადგომისთანავე სასმელი წყლის მიწოდება ფერხდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად მოწესრიგდება გუდაურის წყალმომარაგების ქსელის ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები და 7 000 - ზე მეტი ტურისტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. (NS)
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)