17:28 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 15:05:54, 1228 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიძემ, დოლიძემ, ცაგარეიშვილმა და ონოფრიშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს

"თავისუფალი დემოკრატების" წევრები ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე და გიორგი ცაგარეიშვილი პარტიულ საქმიანობას წყვეტენ.

ამის შესახებ მათ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

„საზოგადოების წარმომადგენლებს ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა საზოგადოებას, რომელმაც მხარი დაგვიჭირა,  იმათაც, ვინც მხარი არ დაგვიჭირა. „თავისუფალი დემოკრატები“ უნდა ყოფილიყვნენ პარლამენტში. მე არ ვრჩები პარტიაში. დღეიდან ვწყვეტ პარტიულ საქმიანობას და ამით გზას ვუხსნი ახალ ხალხს, რომელიც შემოუერთდა ამ პარტიას. მე არასდროს არ მიხელმძღვანელია ვიწროპარტიული ინტერესებით. პირველ ადგილას იყო სახელმწიფო ინტერესები. მომავალში რა ამპულაში მოგევლინებით, დრო გვიჩვენებს“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ვიქტორ დოლიძის თქმით, 5 უდანაშაულო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების  ციხიდან გამოშვებაზე  ბოლომდე იბრძოლებს.

ცაგარეიშვილის განცხადებით კი, რა ამპლუაშიც არ უნდა მოევლინოს საზოგადოებას, ყოველთვის ქვეყნის  მსახური იქნება და დარწმუნებულია, საქართველოს ევროპული მომავალი აუცილებლად დადგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics