17:28 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 09:24:53, 947 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეწვევა

საქართველოს დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ოფიციალური ვიზიტით  ეწვევა.

ყირგიზეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს პირისპირ  შეხვდება, ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს კი, ორი ქვეყნის პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს.

ხვალ კი, 13 ოქტომბერს ალმაზბეკ ატამბაევი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს და მემორიალს ყვავილებით შეამკობს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ.

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით ოფიციალური ლანჩი გაიმართება.

ალმაზბეკ ატამბაევი თბილისს მეუღლესთან ერთად ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics