|
2016-10-11 15:32:48, 689 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: ყველაფერი უნდა ვცადოთ, რომ ივანიშვილმა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლოს
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის პოლიტიკურ საბჭოზე "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ცხოვრებაში და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საკითხს განიხილავენ. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პარტიის შიგნით ამ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. "საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი პარტიის შიგნით პოზიციები არის გაყოფილი. მსურს ამ ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრის წინ სხვებს შევუერთდე და საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. კარგად მესმის ჩვენი ამომრჩევლების, აქტივისტების და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის აღშფოთება, იმ უმსაგვსობის გამო, რაც ჩვენ ვიხილეთ წინასაარჩევნო კამპანიისას და როგორც ჩატარდა არჩევნების დღე. სწორედ ამ უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად ამ არათავისუფალი არჩევნებისა, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ერთადერთი პროდასავლური, ქმედითი ოპოზიციური ძალა ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებიდან გამომდინარე. ეს არის აუცილებელი იმ 500 ათასი ამომრჩევლის პატივისცემისთვის, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა, ასევე იმ ხალხისთვის ვინც დააშინეს და ვერ მოგვცა ხმა და დიახ, იმ ადამიანების პატივისცემიდან გამომდინარე ვინც ჩვენ არ მოგვცა ხმა", - განაცხადა ბოკერია, მანვე დასძინა, რომ ყველაფერი უნდა სცადონ, რათა ივანიშვილმა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლოს. "დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა დღეს საღამოს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს იქნება რთული ბრძოლა, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში დღეს 19:30 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)