|
2016-10-10 13:25:57, 709 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს
„ჩემი ღრმა რწმენით არ არსებობს არანაირი საფუძელი იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესის ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, 8 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების გაცილებით უკეთესი საშუალება ჰქონდა, ვიდრე წინასაპარლამენტო არჩევნების დროს. „ეს არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებისთვის. საარჩევნო პროცესში ბევრი ხარვეზი იყო, სერიოზული ხარვეზებიც იყო, დანაშაულის ნიშნებიც იყო, რომელთა თაობაზეც ალაბთ კომპეტენტური ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემი ღრმა რწმენით არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ეჭქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესის ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა“,-განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე განცხადებით, არჩევნები შედგა, მაგრამ დასასრულებელია. „უმეტეს მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურია ჩასატარებელი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა. შედეგად ჩვენ მივიღებთ ახალ პარლამენტს, ახალ პოლიტიკურ რეალობას და ახლა ამ მიმართულებით უნდა იყოს მეტი განსჯა და მეტი ანალიზი. საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა ძირითადმა სუბიექტმა ძირითადად გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ამიტომაც შეიძლება არჩევნები შეფასდეს როგორც შემდგარი და როგორც წინგადადგმული ნაბიჯი. თუმცა ამ პროცესშიც ვისურვებდი ყოფილიყო მეტი ორგანიზებულობა და ჩვენი როლების უკეთ გააზრება. ეს კიდევ უფრო წინ გადაგვადგმევინებდა ნაბიჯს და კიდევ უფრო უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ეს შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, სოციოლოგიური კვლევების და ეგზიტპოლების ჩამტარებელ თუ შემკვეთ ადამიანებს დაასევე სხვა მნიშნელოვან სუბიექტებს. კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში აშკარად შეინიშნებოდა კვალიფიკაციის ნაკლებობა ბევრ შემთხვევაში და ამან გარკვეული ხარვეზი უზრუნველყო. განსაკუთრებით საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ შედეგების შეჯამებისას და ოქმების გამოცხდებისას. ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია და მინდა, რომ ყველამ ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ეს აღარ განმეორდეს. როდესაც არჩევნების გამოქვეყნების პროცესში სრულიად აშკარად იგრძნობოდა გარკვეული ფარული ხელი, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობას არჩევნების საბოლოო შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიგვეღო გარკვეული პორციებით და გარკვეული ლოგიკით. ეს დაუშვებელია და ვისურვებდი, რომ მსგავსი კითხვების დასმის საფუძველი არ გვქონდეს ჩვენ და საარჩევნო ადმინისტრაციას არ აინტერესებდეს ვისთვის რა ციფრის ხილვა იქნებოდა უფრო სასურველი ტელეეკრანზე. ეს ძალიან სერიოზული თემაა. სამწუხაროდ იყო იმ ტენდენციების გაგრძელება, იმ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ მრავლად ვნახეთ, „შემთხვევით სწორ დროს“ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი, „შემთხვევით სწორ დროს“ აღმოჩენილი იაღაღის სამალავები და ა.შ. ასე შემთხვევით შერჩეული საუბნო კომისიის ოქმები, რომლებიც ვიღაცა პარტიისთვის მაქსიმალურ შესაძლო შედეგს აჩვენებენ, სხვისთვის მინიმალურად შესაძლოს და შემდგომ პროცესში ეს შედეგები რაღაც ლოგიკით მიდის იმ საზღვრამდე სადაც დღეს მივედით. ამასობაში ეს შემთხვევით ემთხვევა ეგზიტპოლების მონაცემებს, რომლებამ საბოლოოდ ჩემი აზრით დაამტკიცეს თავისი უსუსურობა არაობიექტურობა. იმიტომ რომ ვხედავთ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მანიპულირებენ ამ იარაღით. ეს ყველაფერი ხარვეზებია, რომლებიც გამოსასწორებელია, მაგრამ ვიმეორებ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიგვანიშნებს იმაზე, რომ თავად არჩევნები იყო არალეგიტიმური. იმიტომ რომ მოქალქეებს ჰქონდათ არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება. ვინ როგორ ისარგებლა და ვინ რამდენად გამოიყენა, ვინ რატომ დარჩა სახლში და ა.შ. საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხია“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)