|
2016-10-08 20:33:55, 844 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: თქვენ აირჩიეთ გენიალური „კამანდა“
თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით, გენიალური კამანდა, - ასე მიმართა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილ მოსახლეობას. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ხალხს არაფერი არ წაუგიათ და მათ ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთეს. "გილოცავთ, მართლა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ" და დღევანდელი ჩვენი გამარჯვება აბსოლუტურად ეხმიანება და გაგრძელებაა 2012 წლის გამარჯვების. 5 წლის წინათ დავიწყეთ ჩვენ და გავიხსენოთ, როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში. მე არ მინდა გრძელი სიტყვა ვთქვა, შეგახსენებთ, რომ საქართველო დიქტატურის მსხვერპლი შეიძლება გამხდარიყო და თუ პატრიარქის სიტყვებს გავიხსნებთ, უფსკრულის წინაშე ვიდექით, როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით და ჩვენმა გუნდმა დაიწყო აქტიურობა, ჩვენს საზოგადოებასთან და ჩვენს ხალხთან ერთად", - აღნიშნა მან. ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ დემოკრატიული ღირებულებებით და ადამიანის უფლებებით საქართველო ევროპის მოწინავე ქვეყნებთანაა კონკურენციაში. "დღეს, საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით ადამიანის უფლებებით და ადამიანისთვის უნდა კეთდებოდეს ყველაფერი, ევროპის მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია. ჩვენი პრობლემა ეკონომიკაა, გარწმუნებთ, რომ საუკეთესო მდგომარეობაა იმისათვის, რომ სწრაფი ტემპებით განვითარდეს. საქართველოს დღეს, ნაცვლად იმ გაუგებარი ხელისუფლებისა, ჰყავს ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება. გყავთ კვირიკაშვილი , ნაცვლად იმ დაბნეული, არეული ხალხისა, თქვენ დღეს გყავთ კვირიკაშვილის მეთაურობით მთავრობა, თქვენ გყავთ გენიალური ლიდერი, რომელიც არათუ პატიოსნებაზე, ზნეობაზე დებს პრეტენზიას და აქვს ამის ყველანაირი საფუძველი. მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ჩვენს საზოგადოებას, მათ განსაკუთრებით მინდა მოვეფერო და მადლობა გადავუხადო, ვინც ჩემს აზრს იზიარებს და ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი ამ არჩევნებში და ისინი არ შემცდარან. შეგახსენებ, რომ არაფერი არ წაგიგიათ. ნამდვილად ქვეყანა სწორი მიმართულებით მიგყავთ და ეს იყო თქვენი არჩევანი, თქვენ გააკეთეთ დღეს ძალან ღირსეული არჩევანი, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს და ვუსურვო წარმატებები, თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით, გენიალური კამანდა, ვისაც ხედავთ თქვენ და გარწმუნებთ რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მართულებით განვითარდება", - განაცხადა ივანიშვილმა.
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)