|
2016-10-08 20:08:27, 585 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ხვალ დილით საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ენმ ამ არჩევნებში პირველ ადგილზეა
ხვალ დილით საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ენმ ამ არჩევნებში პირველ ადგილზეა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2012 წელს როდესაც ენმ-მ წააგო არჩევნები, ქართულმა ოცნებამ მიიღო ხმების 40 პროცენტი, ანუ 2012 წელს წაგებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო უფრო მეტი ხმა ქართველი ხალხისგან, ვიდრე სავარაუდოდ ეგზიტპოლების პირველადი შედეგებისგან მიიღო ქართულმა ოცნებამ. "რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვიხილეთ ეგზიტპოლის შედეგები და მინდა გამოვეხმაურო ამ შედეგებს, პირველი, რაც მინდა ვთქვა, გავლილი თვეების მანძილზე ჩვენ უმძიმესი საარჩევნო კამპანია, რომელიც ხასიათდებოდა ძალადობით აფეთქებებით, სხვადასხვა ტიპის ბრალდებებით და მოსახლეობის დაშინებით და დათრგუნვით. დღეს ჩვენ ვიხილეთ საარჩევნო დღე, სადაც გამოყენებულ იქნა დარღვევების მთელი სპექტრი, დაწყებული მარნეულში ძალადობით და დასრულებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ამომრჩევლების მოსყიდვით, მაგრამ მიუხედავად ყველა გამოყენებული რესურსისა, ჩვენ ვნახეთ, რომ არჩევნების პირველადი შედეგებითაც კი, ეგზიტპოლების პირველადი შედეგებითა კი ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოიპოვა ქართველი ამომრჩევლის ნდობის მანქატი, 39% ხმების რას ნიშნავს შეგახსენებთ, 2012 წელს როდესაც ენმ-მ წააგო არჩევნები, მან მიიღო ხმების 40 პროცენტი, ანუ 2012 წელს წაგებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო უფრო მეტი ხმა ქართველი ხალხისგან, ვიდრე სავარაუდოდ ეგზიტპოლების პირველადი შედეგებისგან მიიღო ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა ბაქრაძემ. მისივე თქმით, ენმ-ს ყველა საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ ხმების დათვლის შედეგად, იმ 33% გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პროცენტები არიან სწორედ ნაციონალური მოძრაობის მომხრეები. "33%-მა ამომრჩევლის, განაცხადა უარი პასუხისთვის, ეს არის ბუნებრივი, დაშინების და დაძაფვრის იმ გარემოებაში, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ხმების დათვლის შედეგად, იმ 33% გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პროცენტები არიან სწორედ ნაციონალური მოძრაობის მომხრეები, და მათი ხმები ცესკოში დაითვლება. 7 პროცენტი გასნსხვავება, რომელიც აჩვენა ეგზიტპოლმა, არის აბსოლუტურად პირობითი და მე დარმწუნებული ვარ, რომ უახლოეს 4-5 საათში ეს განსხვავება რადიკალურად შეიცვლება. და სწორედ ამ ადამიანების ხმების ხარჯზე ნაციონალური მოძროაბა დაიკავებს პირველ ადგილს დაბოლოს რაც მინდა ვთქვა, ეს არის ეგზიტპოლი, გახლავთ წინასწარი შედეგი, და საბოლოოდ ყველაფეირ წყდება, უბნებზე, ოლქებში კომისიებში, ამიტომ მე მინდა თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს, თითოეულ ჩვენს კომისიის წევრს, წარმოამდგენელს კომისიაში, ჯერი ჩვენზეა მეგობრებო, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, მე დარწმუნებული ვარ რომ ხვალ დილით საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ენმ ამ არჩევნებში პირველ ადგილზეა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)