|
2016-10-08 12:44:10, 721 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ტუღუში: საარჩევნო კომისიების დამკვირვებლების შერჩევისას პრეფერენცია პოლიტიკურ სიმპათიებს მიეცა
საარჩევნო დილა მთელ რიგ უბნებზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევით დაიწყო. იკვეთება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის ნაკლებობა,რაც თავისთავად იწვევს დარღვევებს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ტუღუშმა, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო კომისიების დამკვირვებლების შერჩევისას, ყურადღება პოლიტიკურ სიმპათიებს ექცეოდა. "თავის დროზე, როდესაც საოლქო და საუბნო კომისიები კომპლექტდებოდა, პრეფერენცია მიეცა არა ადამიანების პროფესიონალიზმს, არამედ პოლიტიკურ სიმპათიებს. სიები "ქართული ოცნების" სიმპათიების მიხედვით დაკომპლექტდა. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა", - განაცხადა ტუღუშმა. მან კონკრეტულ უბნებში დაფიქსირებული დარღვევების შესახებაც ისაუბრა. "დიდუბის 15-ე უბანზე დაფისქსირებულ იქნა შემაჯამებელი ოქმი, რომლის დიდი ნაწილი შევსებული იყო და მასზე კომისიის თავმჯდომარის და წევრების ხელმოწერები დატანილი იყო. ეს პრობლემა ადგილზე იქნა აღმოფხვრილი. გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ "ქართული ოცნების" კოორდინატორები ნასაკირალში-ოზურგეთის რაიონის მესამოცე უბანში, უბნის შესასვლელ კართან ეწეოდნენ აგიტაციას. მას შემდეგ რაც მიუთითეს დარღვევაზე , სთხოვეს გასცლოდნენ იქაურობას და საჩივარიცშეივსო, ადგილზე მოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი მერაბ ჭანოკვაძე, რომელიც ითხოვდა ამ ადამიანების უბნის შიგნით შეყვანას, რაც ასევე აღკვეთეს ჩვენმა კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა", -განაცხადა გიორგი ტუღუშმა და დასძინა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყველა დარღვევა აღმოიფხვრას. "ნინოწმინდაში 26-ე უბანზე 4 პირი ხმას აძლევდა საარჩვნო კაბინის გარეთ, კომისიის თავმჯდომარის მაგიდასთან და თან უბანში "ქართული ოცნების" სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდნენ. რაც ასევე აღკვეთილ იქნა. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ფიქსირდება მრავლობითი დარღვევები და ჩვენი დამკვირვებლები აკეთებენ ყველაფერს რომ ყველა ამომრჩევლის ხმა იქნას დაცული", - დასძინა ტუღუშმა.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)