|
2016-10-08 12:49:30, 641 ნახვა
პოლიტიკა
პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიხსნა. პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ უბნებზე ხმას აძლევენ ბრალდებულები/მსჯავრდებულები და ის თანამშრომლები, რომლებიც დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. გარდა ამისა, 24 საათიან სამუშაო ცვლაში მყოფ თანამშრომლებსა და პატიმრებს ხმის მიცემის საშუალება აქვთ მიმაგრებულ უბნებზეც გადასატანი ყუთების მეშვეობით. პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს კი აკვირდებიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ანა ორთოიძის განცხადებით პენიტენციურ დაწესებულებაში ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალია და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)“ წარმომადგენლის მარი ჩიტაიას განცხადებით ხმის მიცემის პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. „საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად, სტანდარტების დაცვით გაიხსნა. რაიმე სახის ექსცესს ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ჩასაფრებულ პოზიციაზე ვარ, არ შემიმჩნევია რაიმე სახის დარღვევა,“-განაცხადა მარი ჩიტაიამ. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის ენირა ბრონიცკაისას განცხადებით, ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დააკვირდებიან რამდენიმე საარჩევნო უბანს, რომელიც გახსნილია პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე. „ამჟამად ვიმყოფებით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დავაკვირდებით არჩევნების მიმდინარეობის პროცესს. შერჩეულ უბანზე ეუთო წარმოდგენილი იქნება ორი დამკვირვებლით. დაკვირვების შედეგები ჩვენს საბოლოო ანგარიშში აისახება,“ - განაცხადა ენირა ბრონიცკაიამ. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები N9 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N8 დაწესებულებაში (ორი უბანი); N16 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი ); N17 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N5 და N6 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N15 და N19 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N14 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N2 დაწესებულებაში (ერთი უბანი) და N3 დაწესებულებაში (ერთი უბანი) გაიხსნა. (NS)
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)