12:40 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 12:21:05, 690 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი: ყველა პოლიციელი თავისუფალია თავის არჩევანში

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში ხმა თბილისში, 26-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ შსს-მ არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით უსაფრთხოების დამატებითი ზომები შეიმუშავა:

„ყველას მოვუწოდებ, გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი. მე, როგორც ჩემი ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, ეს ვალი მოვიხადე და ჩემი არჩევანი გავაკეთე. თუ ვის სასარგებლოდ, ამას ვერ გეტყვით, იქედან გამომდინარე, რომ შს მინისტრი გახლავართ და მინდა, რომ ყველა პოლიციელი, შსს-ს ყველა თანამშრომელი იყოს თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც ეს ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics