|
2016-10-08 11:32:50, 684 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესის შეფერხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაგვიანებით დაიწყო. ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე საარჩევნო პროცესის შეფერხების მიზეზებზე ისაუბრა: „ მაგალითად, ხმის მიცემის პროცესი 3 წუთის დაგვიანებით დაიწყო სამგორის 22-ე საარჩევნო უბანზე, 5 წუთის დაგვიანებით მთაწმინდის საარჩევნო უბანზე, ასევე ქუთაისის 27-ე საარჩევნო უბანზე. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ მოგეხსენებათ, საარჩევნო უბნებზე არის წარმოდგენილი ბევრი წარმომადგენელი, სხვადასხვა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები და მათ ესაჭიროებოდათ დროულად რეგისტრაციის გავლა და შემდეგ მონაცემების ჩანაწეთა წიგნში აღრიცხვა. სწორედ ამან გამოიწვია რამდენიმე საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა.გარდა ამისა ზუგდიდის მე-18 საარჩევნო უბანზე 30-40 წუთით შეფერხდა პროცესი.იქ მისულ ამომრჩეველს არ მიეცა შესაძლებლობა, ზუსტად 8 საათიდან განეხორციელებინა საკუთარი კონსტიტუციური უფლება, ვინაიდან წილისყრით ფუნქციების გადანაწილების დროს, კომისიის ერთ-ერთ წევრს არ სურდა, მონაწილეობა მიეღო წილისყრის პროცესში, რამაც გამოიწვია შეფერხება, თუმცა მოგვიანებით მისი ქმედება გამოსწორდა. გარდა ამისა, ზუსტად იგივე უბანზე დამკვირვებელი აპროტესტებდა ლუქის ნომრის დაფიქსირებას და აღნიშნულის დაფიქსირებას შესაბამის ჟურნალში და ამის გამო გაჭიანურდა, 8 საათის ნაცვლად ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო. გარდა ამისა, ფოთის 61-ე ოლქში, მე-8 უბანზე დაახლოებით 30 წუთით შეფერხდა პროცედურები. საუბარია კენჭისყრისწინა პროცედურების განხორციელებაზე, წილისყრით ფუნქციების გადანაწილების პროცესზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ვერ მოახერხეს კომისიის შენობაში შესვლა. კარი ჩაიკეტა, სადაც იყო შენახული მთელი საარჩევნო დოკუმენტაცია, მოუხდათ სამაშველო დამხმარე ჯგუფის მიყვანა, რომელმაც გახსნა საარჩევნო უბანი, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ დროულად განახორციელეს კენჭისყრისწინა პროცედურები და კენჭისყრის პროცესი დაიწყო ზუსტად 8:00 საათზე. გარდა ამისა, ბათუმის პირველი უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გააძევეს, რომელიც არჩევნების მიმდინარეობის პროცესს ხელს უშლიდა. ამას ითხოვდა ასევე არჩევნებში მონაწილე დამკვირვებელი, სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანზიაციების წარმომადგენლები, საარჩევნო უბანზე გამოძახებული იყო პატრული, ასევე გააძევეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი და თანასწორობის ინსტიტუტის“ დამკვირვებელი“,-განაცხადა ანა მიქელაძემ. მისივე თქმით, ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)