12:41 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 11:21:51, 693 ნახვა

პოლიტიკა
ნარმანია: მხარი დავუჭირე იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც შეუძლია ქვეყანა სწორი გზით განავითაროს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბურთალოს ნომერ 1-ელ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მან მხარი იმ პოლიტიკურ გუნდს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დაუჭირა, რომელთაც შეუძლიათ ქვეყანა სწორი გზით განავითარონ.

"მე მხარი დავუჭირე იმ პოლიტიკურ გუნდს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი ქვეყანა განავითარონ სწორი გზით უფრო სწრაფად. იყოს ქვეყანა უფრო დემოკრატიული და თავისუფალი. ამ ყველაფრის წინაპირობები შექმნილია და სჭირდება არა შენარჩუნება არამედ მეტად განვითარება, ბუნებრივია ასეც იქნება", - განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, აღნიშნულ საარჩევნო უბანზე 200-მდე ამომრჩეველი უკვე მივიდა. ამასთანავე, დაფიქსირდა ერთი დარღვევა, რომელიც პირადობის მოწმობის ვადაგასულობას უკავშირდებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics